Freeuni Startup Challenge

14/06/2017

სტარტაპერებისთვის, მათთვის, ვისაც საწყისი კაპიტალის მოზიდვა სჭირდება, 2 ივლისს 13:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში ტარდება ბიზნეს-იდეების კონკურსი Freeuni Startup Challenge, რომლის ფარგლებშიც გუნდებს შეეძლებათ, investor pitch-ის ფორმატით გააცნონ საკუთარი იდეა ქართულ კომპანიებს და მიიღონ დაფინანსება.

გუნდები კონკურსის ჩატარებამდე თავისუფალი-უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ლექტორთან, დავით მარკოზაშვილთან გაივლიან ტრეინინგს pitching-ში.

მაქსიმუმ ხუთი წევრისგან შემდეგარი გუნდებს 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ, წარადგინონ პრეზენტაცია, რის შემდეგადაც 7-10 წუთი დაეთმობა ინვესტორების მხრიდან შეკითხვების დასმას. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ინვესტორები გამოაცხადებენ თავიანთ რჩეულ გუნდებს. კომპანიებს შეუძლიათ, გამოაცხადონ რჩეული სტარტაპი და დაფინანსების რაოდენობა ან გამოაცხადონ გუნდი, რომელთანაც ითანამშრომლებენ მომავალში დეტალების პირადად შეთანხმების შემდეგ.

პროექტის პარტნიორია საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia). ინვესტორები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციებიდან: TBC ბანკი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, SMARTEX, ჯეოლაბი, სტარტაპ მარანი.

ლინკი რეგისტრაციისათვის



Related Posts