“KATTIO Handmade” ხის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია. KATTIO-ს ყველა პროდუქტი სპეციალურად ერთი ადამიანისათვის, სითბოთი და სიყვარულით იქმნება. თითოეული კოლექციის ინსპირაცია სხვადასხვაა, მაგალითად, ძველებური სუნამოების ფლაკონები. StartUp.ge KATTIO-ს დამფუძნებელს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა იდეა?
როგორც ყველა ქალს, მეც მიყვარს აქსესუარები. მინდოდა ქალბატონებისთის შემექმნა განსხვავებული აქსესუარები და საყურეზე შევჩერდი. შემდეგ ბრენდის სახელი მოვიფიქრე, შემდეგ ლოგო. ლოგოს ინსპირაციაც ქალის სილუეტია. კატიოს პირველი კოლექცია ქალის ულამაზესი ნახატებითაა დაპრინტული.
როგორ მუშაობს ბიზნესი (როგორია პროცესი)?
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და უწყვეტია. თავდაპირველად ჩნდება იდეა, შემდეგ კი ვიწყებ მუშაობას მის დამუშავებასა და დახვეწაზე. ასე იქმნება kattio-ს პროდუქტი.
როგორ მოიძიეთ საწყისი კაპიტალი?
დავიწყე მინიმალური თანხით, შევქმენი სულ რამდენიმე საყურე. გაყიდული საყურის თანხას ისევ უკან ვაბრუნებ სხვადახვა მასალის შესაძენად.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
kattio-ს სამომავლო გეგმები საიტერესო და მრავალფეროვანია. ძალიან მალე კატიო ახალ კლექციას შესთავაზებს თავის მომხმარებელს.
რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?
ყველა დამწყებს ვურჩევ გამუდმებით იმუშაონ საკუთარ თავზე, თავიანთი იდეისა და საქმიანობის სრულყოფისათვის.