Seedstars Tbilisi

04/05/2018

“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“  Seedstars-თან 3 წლიან კონტრაქტს აგრძელებს და თბილისში სტარტაპების საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ ჩაატარებს.
Seedstars World სტარტაპების/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანიების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.
29 მაისს ტექნო პარკში 10 საუკეთესო ქართული სტარტაპი იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა SeedStar-ის სამიტზე წარადგინოს და მოიგოს $1,000,000. გამარჯვებული სტარტაპი შეურთდება Seedstars-ის დიდ ოჯახს და იქნება რეგიონალური და გლობალური Seedstars-ის სამიტის წევრი, რომელიც მოიცავს bootcamp-ს და ინვესტორთა ფორუმს. ეს პლატფორმა არის კატალიზატორი სწრაფად მზარდი განვითარებადი ქვეყნების სტარტაპებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დაარსებული იყოს არაუმეტეს 2 წლისა
  • შემოსავალი არ აღემატებოდეს $500,000-ს
  • ჰქონდეს MVP, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის პოტენციალი
    (MVP – Minimum viable product – მინიმალური ხელშესახები პროდუქტი)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე