Start in Georgia 2018-ის საორგანიზაციო გუნდმა სტარტი აიღო და ემზადება ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება და მას გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია უმასპინძლებს. პროექტის უცვლელი ორგანიზატორია ბიზნეს საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start – Business Solutions, რომელიც ეხმარება ბიზნესს დაბადებიდან გაზრდამდე.
რატომ ან ვინ უნდა მოვიდეს გამოფენაზე?
გამოფენის მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება. მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. შესაბამისად, გამოფენაზე ველოდებით 10 000-მდე მეწარმეს და ბიზნესის დაწყების მსურველს.
როგორი ტიპის ორგანიზაციები იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე?
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომელბსაც წვლილი შეაქვით მეწარმეობის განვითარებაში:
- ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
- ფონდები, პროგრამები და ფინანსური ინსტიტუტები;
- საკონსულტაციო კომპანიები;
- ბიზნესის დაწყების ხელშემწყობი პროექტები.
როგორ ეხმარება ეს გამოფენა ბიზნესის დამწყების მსურველებს?
გამოფენაზე მოსულ მეწარმეებს და ბიზნესის დაწყების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ორგანიზაციებისგან მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ და იმ მომსახურებების შესახებ, რომელსაც კომპანიები სთავაზობენ. მნიშვნელოვანია რომ მეწარმეებმა და ბიზნესის დაწყების მსურველებმა მიიღონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების შესახებ და უფრო მომზადებულები შეხვდნენ ყველა გამოწვევას.
მონაწილეებისთვის რატომ არის საინტერესო გამოფენაზე ყოფნა?
მონაწილე ორგანიზაციები/კომპანიები გამოფენის მნიშვნელოვანი აქტორები არიან და მონაწილეობას იღებენ ქვეყნის სამეწარმეო გარემოს განვითარებაში. მეწარმეებზე მორგებული კონკრეტული შეთავაზებებით ხელს უწყობენ მეწარმეობის ინიცირებას. გამოფენის შედეგად მონაწილე კომპანიების ცნობადობის დონე და სანდოობა იზრდება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, Start in Georgia 2018 წინა წელთან შედარებით ბევრად მასშტაბური იქნება, რადგან ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და დასწრების სურვილი. სწორედ ამიტომ, წელს Start in Georgia-ს 2-ჯერ მეტი მონაწილე ორგანიზაცია ეყოლება, მათ შორის იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და10 000-ზე მეტი ვიზიტორი.
რაც შეეხება ახალი Start in Georgia-ს სპიკერებს, ამ ეტაპზე ორგანიზატორები მათ ვინაობას სიურპრიზად ტოვებენ.
13 ოქტომბერი, ექსპო ჯორჯია, დაიმახსოვრე და არ გამოტოვო.