Start in Georgia

09/11/2017

2017 წლის 18 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში, კომპანიის “Start – Business Solutions” და  ქართული სტარტაპების ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ტარდება მასშტაბური გამოფენა „Start in Georgia“ – ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის. გამოფენის მთავარი სპონსორია იურიდიული საკონსულტაციო კომპანია McGill Legal.

ორგანიზატორების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ 300 სტარტაპიდან ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული, ვისთან და როგორ შეიძლება ითანამშრომლონ  დაფინანსების მოპოვების, პროფესიული მომსახურებებისა და სტარტაპის ხელშეწყობის სხვა სერვისების  მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია სტარტაპერებს მიეწოდოს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიზარდოს მეწარმეობის სურვილი და მოხდეს ამ სფეროს მეტი პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი კომპანიები სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საკუთარი პროდუქტი გააცნოს სტარტაპით დაინტერესებულ პირებს და დაეხმაროს მათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში.  ეს კომპანიებია:

  • ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
  • ფონდები, პროგრამები და ბანკები;
  • საკონსულტაციო კომპანიები;
  • ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.

გამოფენის შედეგად, ყველა მომავალი და უკვე არსებული მეწარმე უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

სარეგისტრაციო ბმული მომავალი მეწარმეებისთვის: http://bit.ly/2gcgZOv
სარეგისტრაციო ბმული მონაწილე კომპანიებისთვის: http://bit.ly/2gdhJ5U

 

 



Related Posts